ქუთაისში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევა ჭომის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე #126-ში დღეს დილით მოხდა. როგორ “ნიუპრესისთვის” გახდა ცნობილი, დამწვარია საზიარო საცხოვრებელი ფართი. თვითმხილველების თქმით, ხანძარი სავარაუდოდ შეშის ღუმელმა გამოიწვია. საზიარო ფართი ბიძაშვილებს ეკუთვნით. როგორც მეზობლები აცხადებენ, ნათესავებს კონფლიქტი ჰქონდათ. სახლის ნაწილი ახალი გარემონტებული იყო. დაზარალებული ლალი სიმსივე ნათესავს ზარალის ანაზღაურებას თხოვს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ 112-ის თანამშრომლები. მიმდინარეობს გამოძიება.
ქუთაისში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა
18 თებერვალი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1
თეგები: ხანძარი.ქუთაისი.
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები