ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მართლმადიდებლური სკოლის გახსნა იგეგმება

24 თებერვალი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში მართლმადიდებლური სკოლის გახსნა იგეგმება

საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის ირმა პეტრიაშვილის განცხადებით, ქუთაისში მართმადიდებლური სკოლის გახსნა იგეგმება. მართმადიდებლური სკოლის მოწყობა ყოფილ #27 საჯარო სკოლის შენობაში გადაწყდა. პეტრიაშვილის განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნით მოსახლეობამ მიმართა, რის შემდეგაც შეგროვდა ხელმოწერები.

“მოსახლეობის მოთხოვნა იყო #27 სკოლის შენობაში, რომელიც არ ფუნქციონირებს, მოწყობილიყო მართლმადიდებლური სკოლა. მოთხოვნის შემდეგ შევაგროვეთ ხელმოწერები, რის საფძველზეც შენობა საპატრიარქოს გადაეცა და იდეა სულ მალე განხორციელება”, – აღნიშნა ირმა პეტრიაშვილმა.

თეგები: #27 სკოლამართლმადიდებლური