სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ჯი-აი-ჯიმ“ მეშახტეების მოთხოვნას უარი უთხრა

25 თებერვალი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

„ჯი-აი-ჯიმ“  მეშახტეების მოთხოვნას უარი უთხრა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციულ შენობაში „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ფინანსურ დირექტორს, ზურაბ გელენიძესა და საგაფიცვო კომიტეტის წევრებს შორის დახურული შეხვედრა შედგა. მოლაპარაკება 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დამსაქმებელი კომპანაიის წევრებმა განაცხადეს, რომ ხელფასების გაზრდას ვერ უზრუნველყობენ, ხოლო პირობების გაუმჯობესებისთვის 2 თვე დასჭირდებათ. შახტის უფროსმა გაფიცულებს სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

“ჩვენი კომპანია ვერ ახდენს ფინანსურ უზრუნველყოფას. ვართ ძალიან რთულ მდგომარეობაში. ვერ ვახდენთ ფინანსური რესურსების გენერაციას, რაც ჩვენს კეთილდღეობას გააუმჯობესებდა”,- აღნიშნა კომპანია „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.

გაფიცული მაღაროელების აღნიშნულ შემოთავაზებას არ დაეთანხმნენ. მათი თქმით, ისინი აქციებს მანამ გააგრძელებენ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება თავიანთი მოთხოვნები.

თეგები: ტყიბული.მეშახტეები. "ნიუპრესი".