სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის “ტორპედომ” გორის “დილა” დაამარცხა

29 თებერვალი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის “ტორპედომ”  გორის  “დილა”  დაამარცხა

უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” გორის “დილა” დაამარცხა. მატჩი 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი, ქუთაისელი თორნიკე კაპანაძე აღმოჩნდა.

შეხვედრა გორში 27 თებერვალს შედგა.

“ბოლო 15 წუთი სწორედ მასპინძლები გვიტევდნენ სახიფათოდ, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ და ვიბრძოლეთ დადებითი შედეგისთვის. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, 9 ქულა არის სხვაობა მე-4 ადგილთან და შანსი გვაქვს, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ კონკურენტებთან მოვიგებთ თამაშებს, ყველაფერი შესაძლებელია და მძიმე დაპირისპირებები წინ გვაქვს”,– აღნიშნა ბაქარ მირცხულავამ, ქუთაისელმა ფეხბურთელმა.

თეგები: სპორტი