სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ფიზიკა- მატემატიკური სკოლა-პანსიონის აღდგენა იგეგმება

4 მარტი, 2016 • ირინა მაკარიძე • 1

ქუთაისში ფიზიკა- მატემატიკური სკოლა-პანსიონის აღდგენა  იგეგმება

ქუთაისში ფიზიკა- მატემატიკური სკოლა- პანსიონის აღდგენა იგეგმება. ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. ქუთაისი უნდა იქცეს რეგიონში განათლების ცენტრად, ამისათვის ერთ-ერთ მიმართულებად ფიზიკა- მატემატიკური სკოლა – პანსიონის აღდგენა დასახელდა.

“ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა- მათემატიკურ სკოლას აქვს დიდი ტრადიციები, თუმცა საჭიროა მეტი მხარდაჭერა და ტექნიკური ლაბორატორიების მხრივ აღჭურვა. პანსიონად გარდაქმნა კი საშუალებას მისცემს რეგიონის საუკეთესო მოსწავლეებს ქუთაისში ისწავლონ და წარმატებას მიაღწიონ”-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2020 წლის პერიოდამდე არის გათვლილი.

თეგები: #41 საჯარო სკოლაფიზიკა-მათემატიკურიქუთაისი