კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს სახლი წყალტუბოში შეუძინეს

30 მარტი, 2016 • ნიუპრესი • 31

აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს სახლი წყალტუბოში შეუძინეს

“სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის სამინისტრომ 717 სახლი შეისყიდა, მათ შორის 93 იმერეთში.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ, პაატა ნადირაძემ და იოსებ ხახალეიშვილმა, “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილ იზოლდა მანდარიას 6 სულიან ოჯახს ესტუმრნენ. დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სამინისტრომ იზოლდა მანდარიას ოჯახს წყალტუბოში, კერძო სახლი საკარმიდამო ნაკვეთითა და 2 ჰექტარი ხეხილის ბაღით შეუძინა. მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პარალელურად ოჯახს შემოსავლის წყაროც გაუჩნდა.

2012 წლიდან დღემდე “სოფლად სახლის” პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის სამინისტრომ 717 სახლი შეისყიდა, მათ შორის 93 იმერეთში.

თეგები: დევნილისახლისოზარ სუბარი