სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

31 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეა

31 მარტი, 2017 • ნიუპრესი • 1

31 მარტის საქართველოს დამოუკიდებლობის  რეფერენდუმის დღეა

1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა და მათგან 98 პროცენტმა დამოუკიდებლობას მისცა ხმა. ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.

რეფერენდუმის კითხვა იყო : “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შესაბამისად?”
რეფერენდუმის მნიშვნელობა ასახულია კონსტიტუციაში, რომლის თანახმად: “საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით”.

რეფერენდუმი საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჩაატარა. 31 მარტი ამასთანავე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

თეგები: 31 მარტიზვიად გამსახურდიარეფერენდუმი