ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოელი ფალავანი ევროპის ჩემპიონი გახდა

2 აპრილი, 2016 • ნიუპრესი • 1

წყალტუბოელი ფალავანი  ევროპის ჩემპიონი გახდა

ბულგარეთში, სადაც ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრებმა 4 ოთხი წონითი კატეგორიიდან სამი მედალი – ორი ოქროს და ერთი ვერცხლი მოიპოვა.

წყალტუბოელი ფალავანი იაკობ ქაჯაია 130 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა. მან ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა. ერთ-ერთ მეტოქეს – ლატვიელ უდლის გლაზინის 48 წამში სძლია.

მეოთხედფინალში გერმანელ კრისტიან ჯონს 8-0 მოუგო, ნახევარფინალში კი რუსეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ გედეხაური 4-0 დაამარცხა.

ფინალში იაკობის მეტოქე უკრაინელი ვლადისლავ ვორონი იყო, რომელსაც 1:56 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10-2 მოუგო.

იაკობ ქაჯაიას გარდა საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები გელა ბოლქვაძე -ოქროს მედალი (75კგ. წ. კ. ) , და თორნიკე ჯანგავაძე – ვერცხლი (66 კგ. წ. კ.) გახდნენ.

თეგები: იაკობ ქაჯაიასპორტი