შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

4 აპრილი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 27

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

მოსწავლეთა რეგისტრაცია სამ ეტაპად მოხდება.

საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი განხორციელდება სკოლაში – 4 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამავე სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება სკოლაში – 19 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.

მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის, საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება- 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი – 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. რეგისტრაცია მოხდება სკოლაში, მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
“2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყების საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

თეგები: ინფორმაციამოსწავლერეგისტრაცია