ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლები სამდღიანი ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდნენ. მათ მონაწილეობა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე ,,Aitf- 2016” მიიღეს.
როგორც “ნიუპრესს” მერიის პრესსამსახურიდან შეატყობინეს, ვიზიტის ფარგლებში მოხდა ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობა, ასევე დაინტერესებულ პირებს გადაეცათ ინფორმაციული რუკები და ბროშურები.
გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის როგორც ტურისტულმა კომპანიებმა, ასევე სახელმწიფო ორგანოებმა. ქუთაისის მერია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაში.