კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“14 აპრილი მამაჩემის დაბადების დღეა”–რა იციან “დედაენის დღის” შესახებ?(VIDEO)

14 აპრილი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი • 31

“14 აპრილი მამაჩემის დაბადების დღეა”–რა იციან “დედაენის დღის” შესახებ?(VIDEO)

14 აპრილი დედაენის დღეა. ეს დღე 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, გაუქმების შესახებ. 1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ […]

14 აპრილი დედაენის დღეა. ეს დღე 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, გაუქმების შესახებ.
1978 წლის 14 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ და რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა და პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია.
14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. ამ თარიღთან დაკავშირებით დედაენის ძეგლთან, ტრადიციულად, ყოველ წელს, სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

“ნიუპრესი” დაინტერესდა, რა იციან სტუდენტებმა ამ დღის შესახებ. გამოკითხვა წერეთლის უნივერსიტეტის მიმდებარედ ჩავატარეთ. გამოკითხულთა ნაწილმა იცის, რომ დედაენის დღეა, თუმცა არ იციან, როდის და რატომ დაწესდა 14 აპრილი დედაენის დღედ.

თეგები: 14 აპრილივიდეო გამოკითხვაინფორმაცია