ქუთაისში საინფორმაციო რუკები განთავსდა, რაც ტურისტებისთვის უკვე საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ქალაქში 10 რუკა დამონტაჟდა. აქედან 9 ქალაქის ცენტრში, მეათე კი აეროპორტის ტერიტორიაზე. რუკის პირველ მხარეს დატანილია ინფორმაცია ტურისტული მარშრუტის შესახებ, ხოლო მეორე მხარეზე ტურისტული ადგილების ტოპ ათეული.
