შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, ” საბიბლიოთეკო კვირეული” იწყება

15 აპრილი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 29

ქუთაისში, ” საბიბლიოთეკო კვირეული” იწყება

ქუთაისის ბიბლიოთეკებში, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

ქუთაისში, “საბიბლიოთეკო კვირეული” იწყება. “საბიბლიოთეკო კვირეულისთვის” ქუთაისის ბიბლიოთეკებში, სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. ქართველი საზოგადოება პირველად იხილავს ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულ უცხოენოვან უნიკალურ გამოცემებს.

16 აპრილს 13:00 სთ. -,,ლიტერატურა, რომელიც წლებს არ ითვლის“ გაიმართება.(ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა)

18 აპრილი 14:00 სთ. – მე-20 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, შეხვედრა პოეტ ბელა უჩაძესთან, ,,აპრილიც დადგა; 15:00 სთ. – მე-8 საბავშვო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ლიტერატურული საღამო: ,,ქართული ენა – მოვლენილი მადლიზეცისა”; 16:00 სთ. – მე-18 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ლექცია თემაზე: ,,ჩემი მომავალი პროფესია”. ლექციას გაუძღვება მე-15 სკოლის ფსიქოლოგი ეკა ქობალია;

19 აპრილი 14:00 სთ.- მე-4 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, Art ხელოვნება – მხატვარ ლევან გოგიტაძისა და მკითხველების ნახატების გამოფენა; 15:00 სთ.-პირველი საბავშვო ბიბლიოთეკა, ლიტერატურული საღამო: ,,ენა არის დედაბოძი საქართველოს ერთიანობისა, მთლიანობისა“; 16:00 სთ. -მე-13 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მარადიული წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი” საჯარო კითხვა;

20 აპრილი 15:00 სთ. – ანდრია სინაურის სახ. ლიტერატურული სახლი, პოეზიის საღამო: ,,შენს უბეში მხოლოდ გარდავიცვლები, სიკვდილით კი არ მოვკვდები არასდროს”; 16:00 სთ. – მე-8 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ,,პოეზია მუსიკაა სულისა” – შეხვედრა პოეტ საშა გველესიანთან;

21 აპრილი 14:00 სთ.-მე-14 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია: ,,გამარჯობა, აფხაზეთო შენი!” 15:00 სთ – მე-17 და 25-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალები შეხვედრა ლიტერატურული კონკურსის ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთლის“ ლაურეატებთან: ნანა გასვიანი, ფერიდე სიმსივე, ბექა ქებულაძე; 16.00 სთ – 22-ე საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, ,,დავეძებ თვალებს, დასახატად რომ გამოდგება” – შეხვედრა ახალგაზრდა შემოქმედ ქრისტინე რობაქიძესთან;

22 აპრილი 16:00 სთ. – ,,გაერევა ერთი ასში, მუსიკა რომ ესმის ქარში”, მწერალი რეზო ჭეიშვილი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა.

თეგები: ბიბლიოთეკაკვირეულიქუთაისი