კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები საზოგადოებას სიყვარულს სთხოვენ

16 აპრილი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 23

ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები საზოგადოებას სიყვარულს სთხოვენ

ორგანიზაცია „პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენლებმა სიყვარულის დღე პანსიონატში აღნიშნეს.

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ხანდაზმულთა პანსიონატს ორგანიზაცია „პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ. ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, კობა ჩიხლაძემ ახალგაზრდებთან ერთად “სიყვარულის დღე” მიულოცა მოხუცებულებს და საჩუქრები გადასცა. ბენეფიციარები კი სტუმრებს, “სიყვარულის დღვისთვის” სპეციალურად მომზადებული ნომრებით შეხვდნენ. გაიმართა მინი კონცერტი და ხანდაზმულებმა სიყვარულის დღის მნიშვნელობასა და ზოგადად სიტყვარულზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, მათ სიყვარული და თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

წყალწითელას პანსიონატში ამ დროისთვის 9–მდე ბენეფიციარი ცხოვრობს.

თეგები: ნიუპრესიფონდიხანდაზმულები