კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ფოტო-კინო მატეანის მუზეუმი 18 მაისს გაიხსნება

22 აპრილი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

ქუთაისში ფოტო-კინო მატეანის მუზეუმი 18 მაისს გაიხსნება

მუზეუმს შენობა თითქმის 9 წელი არ ჰქონდა.

დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანის მუზეუმის ახალი შენობა 18 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ “ნიუპრესს” მერიის “კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების” ხელმძღვანელმა ელისო ქაროსანიძემ განუცხადა. მუზეუმი ქუთაისში, ნიუპორტის #7-ში მდებარე შენობაში დაიდებს ბინას. ამ დროისათვის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც, ქაროსანიძის განცხადებით, მაისის დასაწყისში დასრულდება.

“მიმდინარეობს სამუშაოები. რაღაც ცვლილების გატარება მოგვიხდა საჭიროებებიდან გამომდინარე. დაიგეგმა სად განთავსდება საგამოფენო დარბაზი, სად სათავსოები. იმის გამო, რომ შენობა კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, გარეფასადს მნიშვნელოვნად ვერ შევეხებით, გვინდოდა თანამედროვე ვიტრაჟების მოწყობა, მაგრამ სტატუსი ამის უფლებას არ გვაძლევს. 18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღეს მოხდება საზეიმო გახსა. მნიშვნელოვანია, რომ 9 წლიანი მოლოდინის შემდეგ ფოტო–კინო მატეანის მუზეუმს შენობა გადაეცა”–განაცხადა ელისო ქაროსანიძემ.

მუზეუმს შენობა თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 2015 წლის დეკემბერში გადაეცა.

შენობის გარეშე დარჩენილი მუზეუმი სხვადასხვა პერიოდში ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმს, სამხატვრო სკოლას და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას აფარებდა თავს.

თეგები: ა(ა)იპიშენობა