კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ათენში ქართველი ემიგრანტებისათვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა

24 აპრილი, 2016 • ირინა მაკარიძე • 23

ათენში ქართველი ემიგრანტებისათვის  საქველმოქმედო აქცია გაიმართა

უფასო სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციები ქართველი ემიგრანტებისათვის ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.

ათენში, საქველმოქმედო აქცია უფასო სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციები ქართველი ემიგრანტებისათვის ერთი კვირის განმავლობაში 19-24 აპრილს გრძელდებოდა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას ქუთაისის დ.ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები იღებდნენ: ექიმი-უროლოგი- მერაბ კვიცარიძე, ექიმი-ექოსკოპისტი, ქირურგი – ვახტანგ მერკვილაძე
ექიმი-კარდიოლოგი – მამუკა ხურციძე, ექიმი-ნევროპათოლოგი – გოჩა ტოფაძე, ექიმი ოფთალმოლოგი – მაგდა იაშვილი, ოჯახის ექიმი – ქეთევან ჯუღელი, ექიმი ენდოკრინოლოგი მანანა კობულაშვილი.

აქციის ფარგლებში ემიგრანტების უმრავლესობამ ექიმთან ვიზიტი წლების განმავლობაში პირველად შეძლო. ნაზარიშვილის კლინიკის ხელმძღვანელის მერაბ კვიცარიძის განცხადებით, ემიგრანტებს, რომლებსაც აღმოაჩნდათ სხვადასხვა დაავადებები, დაენიშნათ მკურნალობა. მათთან კომუნიკაციას კი ქუთაისელი ექიმები თანამედროვე ტექნოლოგიების (ინტერნეტი, ტელეფონი) საშუალებით გააგრძელებენ.

ემიგრანტებს იურიდიული დახმარება ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ გაუწია.

აქცია ორგანიზაცია „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის“ (ხელმძღვანელი ლედი ტუკვაძე) ორგანიზებით, დეველოპერული კომპანია „სვეტის“ დაფინანსებით, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელშეწყობით განხორციელდა.

აქციის კოორდინატორი და მასპინძელი გახლდათ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრი “კავკასია” – ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე და ცენტრის ექიმები: ირინე მათურელი, გია კვარაცხელია და მოხალისეები.

თეგები: ექიმები