ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 მსჯავრდებული შეიწყალა

27 აპრილი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 95 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი აქტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.
”თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან დღეს 69 პატიმარი გათავისუფლდება. მათგან 10 ქალია და 2 არასრულწლოვანი. ამავე აქტის საფუძველზე 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა”, – განაცხადა ქორიძემ.
მისივე ინფორმაციით, მსჯავრდებულებს შორის, რომლებსაც სასჯელი შეუმცირდათ, 2 ქალი და 2 არასრულწლოვანია.

შეწყალების კომისიას ჯამში 597 საქმე განიხილა.

თეგები: მსჯავრდებულიპრეზიდენტიშეწყალება