კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

,,ჩემი სკოლის მატიანე“- კონკურის გამარჯვებულები ქუთაისის მერმა დააჯილდოვა

6 მაისი, 2016 • ნიუპრესი • 28

,,ჩემი სკოლის მატიანე“- კონკურის გამარჯვებულები ქუთაისის მერმა დააჯილდოვა

კონკურსი საქართველოს მასშტაბით წელს პირველად ჩატარდა.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, კონკურის ,,ჩემი სკოლის მატიანე“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
აღნიშნული კონკურსი სკოლების მიერ ბლოგების და სასკოლო მუზეუმების შექმნას ითვალისწინებდა. შერჩევაში მონაწილეობა 38-მა საჯარო სკოლამ მიიღო. გამოვლინდა 3 გამარჯვებული. მათ ფულადი ჯილდო და სიგელები დღეს გადაეცათ.
I ადგილი – N 1 საჯარო სკოლა – 600 ლარი
II ადგილი – N 8 საჯარო სკოლა – 400 ლარი
III ადგილი – N 22 საჯარო სკოლა – 300 ლარი

2015 წლის ოქტომბრიდან მუზეუმი შექმნა N35-ე საჯარო სკოლამ და დაჯილდოვდა 500 ლარით.
პროექტი ასევე, ითვალისწინებს წიგნის ,,ჩემი სკოლის მატიანე“-ს გამოცემას.

კონკურსი საქართველოს მასშტაბით წელს პირველად ჩატარდა და მისი ორგანიზატორი, ქუთაისის მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებაა.

თეგები: მატიანესკოლაქუთაისი