კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს

7 მაისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 45

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი სასწრაფო  რეაბილიტაციას საჭიროებს

იმერეთისათვის გამოყოფილი 9 მილიონი დოლარის ფარგლებში მუზეუმის რეაბილიტაცია იგეგმება.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. მუზეუმი შენობის გარეშე უკვე რამდენიმე წელია დარჩენილი. შენობის რეაბილიტაცია 2012 წელს დაიწყო და მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა. სახურავის გარეშე დარჩენილ შენობა დანგრევის პირას მივიდა.

არქელოგიური მუზეუმი 4 წელია ვიზიტორებს ვერ იღებს. ექსპონატების ნაწილი თბილისშია გადატანილი, ნაწილი კი ვანში არასათანადო პირობებში ინახება.

ცოთა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იმერეთის ურბანული განვითარებისათვის გამოყოფილი 9 მილიონი დოლარიდან თანხა ვანის მუზეუმის აღდგენასა და მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას მოხმარდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც იმერეთს 9 მილიონი დოლარი გამოეყოფა.

პროექტი მიზნად ისახავს იმერეთში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციის, აგრეთვე ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას. დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, გათვალისწინებულია ვანის მუზეუმის, მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

თეგები: ვანიმუზეუმირეაბილიტაცია