კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერიის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსი დასრულდა

8 მაისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 29

მერიის სტიპენდიის მოსაპოვებელი  კონკურსი დასრულდა

გამარჯვებულები საგნების მიხედვით გამოვლინდებიან, რომლებიც მერიის სტიპენდიას რვა თვის განმავლობაში მიიღებენ.

7 და 8 მაისს კონკურსი სახელწოდებით “მერის სტიპენდია წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის” გაიმართა. კონკურსის ქუთაისის მერიის მიერ არის ორგანიზებული და მის მიზანს წარმატებული მოსწავლეებისა და სტუდენტების გამოვლენა წარმოადგენს. კონკურსანტებმა გამოცდა 14 საგანში გაიარეს.

გამარჯვებულები საგნების მიხედვით გამოვლინდებიან, რომლებიც მერიის სტიპენდიას რვა თვის განმავლობაში მიიღებენ.

შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კონკურსი ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

თეგები: გამარჯვებულიმოსწავლეწარმატება