ქუთაისში, „კოტონის“ ფილიალიდან ნივთები მოიპარეს. თვითმხილველების განცხადებით, ექვსმა გოგონამ ტანსაცმელებს სამარკეები მოაჭრეს და შენობიდან ისე გაიტანეს.
“კოტონის” თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის შედეგადაც რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს.
როგორც შსს პრესსამსახურში განგვიცხადეს, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
დამატებით ინფორმაციას შსს-ს ამ დროისთვის არ ასაჯაროებს.