შაბათი, 19 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წვიმა და ელჭექი – 19 და 20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი

18 სექტემბერი, 2026 • Newpress • 99

წვიმა და ელჭექი – 19 და 20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).“ – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

თეგები: ამინდიგარემოწვიმა