შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანის რაიონში 80 წლის ქალბატონის გაუპატიურება სცადეს

21 ნოემბერი, 2014 • ნიუპრესი • 22

ვანის რაიონში 80 წლის ქალბატონის გაუპატიურება სცადეს

პოლიციას თვითონ მოძალადემ მიმართა.

შემთხვევა ერთი თვის წინ, ვანის რაიონის სოფელ ძულუხში მოხდა. 80 წლის ქალბატინის გაუპატიურება 40 წლის მამაკაცმა სცადა. მოძალადე დაზარალებულის ნათლულია.
“შევიდა დედაჩემის სახლში და ტანსაცმელი მთლიანად შემოახია. შემდეგ სხეულზე მიაყენა დაზიანებები… დედაჩემმა წინააღმდეგობა გაუწია და ამის უფლება არ მისცა. მთელი სოფელი მოითხოვს, რომ ამ მოძალადემ სოფელი დატოვოს,”- აცხადებს დაზარალებულის შვილი გოჩა რ-ძე.
როგორც დაზარალებული ქალბატონის შვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტის გაგების შემდეგ მოძალადესთან მივიდა და მასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რაზეც მან ვანის რაიონის პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცნობისთვის, ვანის რაიონულ პოლიციას დაზარალებულმა ქალბატონმაც მიმართა, თუმცა საქმე დაიხურა.

წყარო: topnews.com.ge

თეგები: გოჩა როხვაძემაგული როხვაძესაინტერესო ამბები