2016 წლის ”ევროვიზიის” ქართველი მონაწილეები ფინალში გავიდნენ. ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz,-მა 12 მაისს, ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს. საქართველო საუკეთესო ათეულშია. მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა. ეს ქვეყნებია: ლატვია, საქართველო, ბულგარეთი, ავსტრალია, უკრაინა, სერბეთი, პოლონეთი, ისრაელი, ლიტვა, ბელგია.
გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად, გამოავლინეს.
10 მაისს პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ: აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ავსტრია, მალტა, ჩეხეთის რესპუბლიკა.
”ევროვიზიის” სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და ე. წ. დიდი ხუთეულის – გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩა.
2016 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz კონკურსის ფინალში 23-ე ნომრად იმღერებენ.
ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 14 მაისს ჩატარდება. შოუს დასასრულს, 14 მაისს, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალისტი ქვეყანა რიგით 62-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.
”ევროვიზიის” ქართველი მონაწილეები ფინალში იმღერებენ
13 მაისი, 2016 • ნიუპრესი • 20
ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ფინალში 23-ე ნომრად გამოვლენ.
თეგები: ევროვიზია • კულტურა • ნიკა კოჩაროვი
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები