“ევროვიზიის” კონკურსზე საქართველო მე-20 ადგილზე გავიდა. ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz სიმღერა Midnight Gold შეასრულა.
კონკურსის გამარჯვებული უკრაინელი ჯამალა გახდა.
მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი, შვედეთი მასპინძლობდა.
2017 წლის ”ევროვიზიის” მასპინძელი ქვეყანა უკრაინა იქნება.