სუპერლიგის ნახევარფინალური პლეი ოფის მეხუთე, გადამწყვეტმა მატჩმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია. “ქუთაისი 2010″– სოხუმის “სოხუმი” 39 ქულიანი სხვაობით დაამარცხა. ფინალში ქუთაისი ითამაშებს, ის თბილისის “დინამოს” შეხვდება.
ქუთაისელებს აქამდე ერთადერთხელ, 2013-2014 წლების სეზონში აქვთ ნათამაშები ფინალში და ისიც „დინამოსთან“. მაშინ ჩემპიონობა დინამოელებს ერგოთ.