ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

22-24 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

21 მაისი, 2016 • Newpress • 1

22-24 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 მაისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით იქროლებს დასავლეთის ქარი. დაასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 26-28 გრადუსის ფარგლებში იქნება, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში – 23-25 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალ ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება. შესაძლოა სეტყვა და სუსტი ქარიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით 20-25 გრადუსი დაფიქსირდება.

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი ხვალ თბილისშიცაა მოსალოდნელი. იქროლებს სუსტი ქარი. დღისით ტემპერატურა 23 გრადუსი იქნება.

23-24 მაისს, საქართველოში ინტენსიური წვიმა იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა და ელჭექი.

23 მაისს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 27 გრადუსამდე, თბილისში – 25 გრადუსი.

24 მაისს, აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთის ქარი. 27 გრადუსი ტემპერატურა. დასავლეთ საქართველოში დღისით ტემპერატურა 22 გრადუსამდე დაიკლებს.

თეგები: ამინდინალექისაქართველო