კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალი ქუთაისში (PHOTO)

26 მაისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 20

წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალი ქუთაისში (PHOTO)

ქალაქის ცენტრში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი ქუთაისში გაიმართა. ამასთან ქალაქის ცენტრში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა.

ქუთაისში გამართულ ღონისძიებას ქუთაისის მერი, იმერეთის ვიცე–გუბერნატორები, თვითმმართველობის წევრები და საქართევლოს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე ესწრებოდნენ. მათ საქართველოს საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ქვეყნის გამთლიანება უსურვეს.

დღესვე ქუთაისის მსგავსად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა.

თბილისში ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.

თეგები: აქციამოედანიფიცი