კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უცხოელმა ექსპერტებმა იმერეთის არქიტექტორებს საკუთარი გამოცდილება გააცნეს

27 მაისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 111

უცხოელმა ექსპერტებმა იმერეთის არქიტექტორებს საკუთარი გამოცდილება გააცნეს

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურია.

ქუთაისში უცხოელი ექსპერტები იმერეთის მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სივრცული ტერიტორიული დაგეგმარების კუთხით მათ თავიანთი ხედვა გაუზიარეს.

ჩეხმა და სლოვაკმა ექსპერტებმა თემაზე ,,მიწათსარგებლობის დაგეგმარება, როგორც კარგი საფუძველი და სტიმული წარმატებული ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის“ ისაუბრეს.

შეხვედრის მიზანია ურბანულ დაგეგმარებაში ხელი შეუწყოს დაინტერესებული მხარეების ტექნიკური უნარების განვითარებას.
შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურია.

თეგები: არქიტექტორიიმერეთი