ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

1 ივნისს ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება

31 მაისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

1 ივნისს ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ქუთაისი რამდენიმე ღონისძიებით შეხვდება, რომლებიც 11 საათზე ოპერის გვერდით საბავშვო ატრაქციონების გამოფენით დაიწყება. ცენტრალურ ბაღში 11:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, უფასო ატრაქციონებით სარგებლობა შეეძლებათ დღის განმავლობაში გაბაშვილის პარკში მისულ ბავშვებს.

13:00 დაიწყება მხატვრული ტანვარჯიში, მძლეოსნობა და ველოგარბენი მირზაანიდან თიბისი-ბანკამდე.

12:00 მხიარული სტარტები საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის -სპორტის სასახლეში.

14:30 16:00 საათზე თოჯინების თეატრის სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ – თოჯინების თეატრში.

14:00 საატზე კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების აღსაზრდელების კონცერტი ქალაქის რეაბილიტირებული უბანში.

16:00 საათზეა მესხიშვილის თეატრში „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2016“ დასკვნითი ტური, დასწრება თავისუფალია.

19:00 „ქუთაისის ეტალონელი მოქალაქე“ – ინტელექტუალური თამაში – ქალაქის რეაბილიტირებული უბანი (უამინდობის შემთხვევაში 1-ლი საჯარო სკოლა)

თეგები: ბავშვებიდაცვადღე