სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა

2 ივნისი, 2016 • ნიუპრესი • 1

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა

ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

კერძოდ: საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით; დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან; მოხდება 100 000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა – 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა ძირითადი თანხის გადახდის პირობით. საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.

რაც შეეხება მოგების გადასახადის ამოქმედების საკითხს – ბიზნესთან შეთანხმებით, კანონის საფუძველზე, მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან და მოგების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება;

აღნიშნულ რეფორმას ექნება პოზიტიური შედეგები. კერძოდ: დაჩქარდება ეკონომიკურ ზრდა; გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობა; გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა; გაიზრდება ინვესტიციები; გაიზრდება კაპიტალის მოცულობა; გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა; შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები; ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის; ჩამოყალიბდება კიდევ უფრო მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით; გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

თეგები: ეკონომიკაკანონიცვლილებები