კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ბიუჯეტი 73 555 600 ლარი გახდა

7 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 23

ქუთაისის ბიუჯეტი 73 555 600 ლარი გახდა

მეექვსე ცვლილებით ბიუჯეტს 2 111 000 ლარი დაემატა.

ქუთაისის ბიუჯეტმა მეექვსე ცვლილება განიცადა და 73 555 600 ლარი გახდა. ცვლილება საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა. როგორც ქუთაისის ვიცე–მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ განაცხადა, თანხა ბიუჯეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან დაემატა.

გადმორიცხულმა თანხამ 2 111 000 ლარი შეადგინა. ის სხვადასხვა პროექტებზე გადანაწილდება, აქედან წარმატებული შედეგებისა და მომავალი წარმატების წახალისების მიზნით, 100 000 ლარი ქუთაისის საკალათბურთო გუნდს – “ქუთაისი 2010” დაემატება.

განხილვას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. საკრებულოს სხდომის დასაწყისში ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ბესიკ ბრეგაძე გამოჩნდა, თუმცა სხდომა მანაც მალევე დატოვა.

თეგები: ლარიმერიაცვლილება