საქართველოს საფეზბურთო ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა სტუმრად, მადრიდში, ამხანაგურ მატჩში ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 40-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურის პასით თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს გამარჯვება პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა.