ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკიდან არაფერია წაღებული და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ში არ აკონკრეტებენ, დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი. აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სამძებრო – ოპერატიული ღონისძიებები.
გამოძიება 179 -ე, ძარცვის მუხლით დაწყო.