ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერეში “რესპუბლიკელები” ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ

11 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 26

საჩხერეში “რესპუბლიკელები” ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ

“ჩვენ ვერ დავრჩებით “რესპუბლიკურ პარტიაში” და ვერ ვუღალატებთ “ქართულ ოცნებას”.

საჩხერეში “რესპუბლიკური პარტიის” 20-მდე წევრმა პარტია დატოვა. მათ არჩევანი “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოზე” გააკეთეს.

მომხდარის შესახებ განცხადება “რესპუბლკური პარტიის” რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის წარმომადგენლებმა გააკეთეს. როგორც ცნობილი ხდება “რესპუბლიკური პარტიის” წევრებმა ორგანიზაცია პარტიის მიერ კოალიციის დატოვების გამო დატოვეს.

“ჩვენ ვერ დავრჩებით “რესპუბლიკურ პარტიაში” და ვერ ვუღალატებთ “ქართულ ოცნებას”, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველო გადაარჩინა”, – აღნიშნა ‘რესპუბლიკური პარტიის” რაიონული ორგანიზაზიის ყოფილმა თავმჯდომარემ ინგა ზაბახიძემ.

თეგები: ოცნებაპარტიარესპუბლიკელები