ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრი ”ქარვასლა” გაძარცვეს

11 ივნისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 33

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრი ”ქარვასლა” გაძარცვეს

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ძარცვა გუშინ, ღამით მოხდა.

ქუთაისში სავაჭრო ცენტრში ”ქარვასლა” არსებული ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს.

არსებული ინფორმაციით, მძარცველი გვიან ღამით სავაჭრო ცენტრში შეიპარა და ტექნიკის მაღაზია გაძარცვა. როგორც ”ნიუპრესს” წყარომ განუცხადა, დაკარგულია რამდენიმე მობილური ტელეფონი, მათ შორის 2 “აიფონის” მარკის.

აღნიშნულ ინფორმაციას შსს ამ დროისთვის ვერ ადასტურებს.

სავაჭრო ცენტრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელი გამორიცხავს, ღამის საათებში შენობაში უცხო პირის შესვლის შესაძლებლობას.

თეგები: ქარვასლაქუთაისიძარცვა