კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის #3 საჯარო სკოლა საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეა

13 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

ქუთაისის #3 საჯარო სკოლა საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილეა

ტალინში გამართულ ჩემპიონატში 22 გუნდი მონაწილეობს.

2015 წლის ,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ გამარჯვებული სკოლების გუნდები საერთაშორისო სასკოლო სპორტის ფედერაციის (ISF) ეგიდით გასამართ მსოფლიო ჩემპიონატებზე მიემგზავრებიან, რომელიც შესაბამის სპორტის სახეობებში გაიმართება.

ქუთაისის მე–3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი შარშან გახდა საქართველოს პირველი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული 3×3-ზე კალათბურთში. ამ გამარჯვებით მათ მოიპოვეს საქართველოს სახელით მონაწილეობის უფლება 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე 3×3-ზე კალათბურთში, რომელიც ჩატარდება 16–დან 22–ივნისის ჩათვლით ესტონთში ქ.ტალინში. ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობს 22 გუნდი.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას, რომელიც ტარდება ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და მეცნიერებისა და განათლების სამინისტროების მხარდაჭერით, მეორე წელია ასევე აქტიურად უჭერს მხარს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. მან წელს არა მხოლოდ საქალაქო, არამედ რეგიონალურ ოლიმპიადასაც უმასპინძლა.

თეგები: მერიაორგანიზატორისკოლა