კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში 9 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

20 ივნისი, 2016 • ნიუპრესი • 25

წყალტუბოში 9 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სამუშაოების დასრულებისთანავე ძაბვის მიწოდება აბონენტებს ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, 21 ივნისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით წყალტუბოს 9 ათასამდე შეეზღუდება. მიზეზი მაღალი ძაბვის ქვესადგურში „წყალტუბო-110“ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოება.

ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს- თერნალი, გვიშტიბი, პირველი წყალტუბო, გუბისწყალი, გუმბრა, გუმბრინი, ჩუნეში, ქვილიშორი, ცხუნკური, ყუმისთავი, ხომული.

კომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად გუმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა. სამუშაოების დასრულებისთანავე ძაბვის მიწოდება აბონენტებს ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.

თეგები: ელექტროენერგია