ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზოოპარკში ვეფხვმა ბავშვს ხელი მოაჭამა

2 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 19

ზოოპარკში ვეფხვმა ბავშვს ხელი მოაჭამა

ვეფხვმა სახელად ჰუ, რომელიც ცნობილი იყო თავისი რბილი ხასიათით, ბავშვს ხელი მოაჭამა.

ზოოპარკში ვეფხვმა ბავშვს ხელი მოაჭამა

უბედური შემთხვევა მოხდა ბრაზილიის ქალაქ კასკაველის ზოოპარკში. ვეფხვმა სახელად ჰუ, რომელიც ცნობილი იყო თავისი რბილი ხასიათით, ბავშვს ხელი მოაჭამა. იუწყება Mirror.

11 წლის ბიჭი, რომელიც მამასთან ერთად ზოოპარკში სეირნობდა, გადაძვრა ღობეზე და ვეფხვს საკვები მიაწოდა. როდესაც ჰუ მიუახლოვდა,ბავშვმა მისი მოფერება დაიწყო, მოულოდნელად ვეფხვი მობრუნდა და ბიჭს ხელი მოაჭამა.

ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მკლავის ამპუტაცია ჩაუტარეს. მათი თქმით, ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: info9.ge

თეგები: ბავშვიბრაზილიავეფხვიპოლიტიკა