სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა

21 ივნისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

საქართველოს  მორაგბეთა ნაკრებმა იტალია  დაამარცხა

მანჩესტერში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხე, ნახევარფინალური ტურში, საქართველოს ნაკრებმა იტალია – 18:17 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა თორნიკე მატარაძის ლელოთი გახსნა.

მატჩის მეორე ნახევარში იტალიელებმა ანგარიშის 5 ქულამდე შემცირება 67-ე წუთზე გატანილი ჯარიმით შეძლეს. 15:10.

რამდენიმე წუთში საპასუხო ჯარიმა ქართველებმაც გაიტანეს – გელა აფრასიძის მიერ ზუსტად შესრულებულმა საჯარიმომ საქართველოს 8 ქულიანი უპირატესობა აღუდგინა. 18:10

შეხვედრის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე იტალიელებმა ლელოს დადება და მისი ზუსტად გარდასახვა შეძლეს, რასაც მსაჯის საფინალო სასტვენი მოჰყვა და საბოლოო ანგარიშად – 18:17 დაფიქსირდა.

ქართველი 20 წლამდელი მორაგბეები მსოფლიოს თასზე პირველად მონაწილეობენ. იტალიასთან მიღწეული გამარჯვება კი ჩვენი ნაკრებისთვის აღნიშნულ ტურნირზე პირველია.

წყარო:

თეგები: მსოფლო თასირაგბისაქართველოსპორტი