სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თეკლა ხ. დააკავეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამომძიებელმა გიორგი ქურდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეკლა ხ-მ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი. გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების გამო დააკავეს
21 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
თეგები: დაკავება • დევნილი • შსს
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები