სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

22 ივნისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში  რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქუთაისში 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 1 400 აბონენტს შეეზღუდება. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ქუთაისში ძაბვის მიწოდება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე სოლომონ პირველის, სოლომონ მეორეს, კლდიაშვილის, ტყიბულის, ევდოშვილის, ჯორჯიაშვილის, მოსკოვის, წმ. სამების მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს შეუწყდება. ელექტროენერგიის მიწოდება ასევე თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგნის 450-მდე აბონენტს შეეზღუდებათ.

ელექტროენერგიის დროებით გათიშვა მაღალი ძაბვის ქვესადგურ „წყალწითელაში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო იგეგმება. ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოები დასრულების თანავე იქნება შესაძლებელი.

თეგები: ელექტროენერგია