გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისში, ”ლიბერთი ბანკზე” თავდასხმა მოხდა. ფაქტზე შსს-მ ძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ”ლიბერთი ბანკის” ფილიალში დღეს ნიღბიანი და შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.
შსს–ს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა თანხის წაღება ვერ მოახერხეს.
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.