კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ადიდებულმა რიონმა ქუთაისში რამდენიმე სახლი დატბორა

9 ივლისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 28

ადიდებულმა რიონმა ქუთაისში რამდენიმე სახლი დატბორა

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერი.

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე რიონი ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ გვიან ღამით ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე რამდენიმე ოჯახი დააზარალა. ადგილობრივების განცხადებით, წყალი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში შევიდა.

მათივე განცხადებით, გვიან ღამით მათთან მივიდნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საბინაო სამსახურის წარმოამდგენლები. დღეს დილიდან კი გაწმენდით სამუშაოები დაიწყო.

ქუთაისის მერის განცხადებით, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და საჭიროების მიხედვით მოსახლოებას დახმარებას აღმოუჩენენ.

ამ დროისთვის რიონის დონემ დაიწია.

თეგები: ზარალიმერიარიონი