სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პაატა ბურჭულაძის ორგანიზაციას ქუთაისში ამირან ხვადაგიანი უხელმძღვანელებს

11 ივლისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

პაატა ბურჭულაძის ორგანიზაციას ქუთაისში ამირან ხვადაგიანი უხელმძღვანელებს

პაატა ბურჭულაძემ დღეს პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარადგინა. აღნიშნულ თანამდებობას ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი დაიკავებს.

პაატა ბურჭულაძის წარდგინებით, ამირან ხვადაგიანი კარგი და გამოცდილი კადრია, რომელიც ქალაქს გამოადგება. მისი განცხადებით, ხვადაგიანის მოთხოვნაა, რომ ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსი შეინარჩუნოს. მან პარტიისაგან ამ მოთხოვნის პრიორიტეტად აღიარება მოითხოვა.

ხვადაგიანი კი თავის მხრივ ქუთაისის გადამრჩენლად ბურჭულაძის ორგანიზაციას აცხადებს.

შეგახსენებთ, ამირან ხვადაგიანი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს “ნაციონალური მოძრაობის” მანდატით 2006 წლიდან 2013 წლამდე იკავებდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ თანამდებობიდან გადაყენეს. ის რიგით დეპუტატად დარჩა, ამასთანავე ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობაც მიიღო. ის გახლავთ ასევე წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი და ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

ამირან ხვადაგიანმა დღეს ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობა დატოვა.

თეგები: ამირან ხვადაგიანი