სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში დედა–შვილს ავტომანქანა დაეჯახა

13 ივლისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში დედა–შვილს ავტომანქანა დაეჯახა

ქუთაისში ავტოავარიის შედეგად ქალი დაშავდა. შემთხვევის დროს დედას 3 წლის შვილი საბავშვო ბაღიდან მოყავდა, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დედამ შვილის გარიდება მოასწრო, რის შედეგადაც ბავშვი გადარჩა.

მცირეწლოვანის დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა. ბავშვს დაზიანებები არ მიუღია.
შსს-ს ინფორმაცით, შემთხვევა ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

თეგები: დაეჯახადედა–შვილს