ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ირაკლი ალასანიამ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა(VIDEO)

16 ივლისი, 2016 • ნიუპრესი • 28

ირაკლი ალასანიამ საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა(VIDEO)

სიის მეთხუთმეტე ნომრად შშმ პირი თინათინ რევაზაშვილი დასახელდა.

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაასახელა. მისი ოცეულის შემადგენლობა ასეთია: ვიქტორ დოლიძე, ნინო გოგუაძე, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, შალვა შავგულიძე, თამარ კეკენაძე, ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, თამარ ამაშუკელი, დავით ონოფრიშვილი, თამაზ შიოშვილი, ვახტანგ მჭედლიძე, თამარ კობერიძე, თეიმურაზ სალუქვაძე, ბენიამინ კასიმოვი, კოკა ფრუიძე, მიხეილ ავაქიანი, თინათინ რევაზაშვილი.

“თავისუფალი დემოკრატები” პირველი პარტიაა, რომელმაც საპარლამენტო სიის პირველ ოცეულში შშმ პირი შეიყვანა. თინათინ რევაზაშვილი სიის მე-15 ნომრად დასახელდა.
ირაკლი ალასანიას თქმით, აღნიშნული ადამიანები ”თავისუფალი დემოკრატების” პარტიის ლოკომოტივი იქნება 2016 წლის არჩევნებისთვის.
”ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ისტორიული სიტყვა ვთქვათ. ”თავისუფალი დემოკრატები” პირველად გავდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე”, – განაცხადა ალასანიამ.

დღეს, სპორტის სასახლეში “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” რიგით მეოთხე ყრილობა გაიმართა.

თეგები: არჩევნებიირაკლი ალასანიასია