ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მდინარე რაფში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

17 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 34

მდინარე რაფში ახალგაზრდა  მამაკაცი  დაიხრჩო

მაშველებმა მისი ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

თერჯოლაში, მდინარე რაფში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. 21 წლის ბიჭი მდინარეზე საბანაოდ იმყოფებოდა. თვითმხილველების განცხადებით, ნაპირზე ყოფნისას ფეხი დაუცურდა და ღრმა წყალში გადავარდა, რის შემდეგაც ჩქარმა დინებამ გაიტაცა. მაშველებმა მისი ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

თეგები: დაიხრჩომდინარე