ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზოგადი უნარებში ზღვარი აბიტურიენტების 16%–მა ვერ გადალახა

26 ივლისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ზოგადი  უნარებში ზღვარი აბიტურიენტების 16%–მა ვერ გადალახა

“ზოგადი უნარებში ზღვარი აბიტურიენტების 16%–მა ვერ გადალახა”, -ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა.
მიმინოშვილის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 16–მა პროცენტმა ვერ გადალახა, რაც დაახლოებით 6 000–მდე აბიტურიენტია.მისი თქმით, ტესტის 4–ვე ვარიანტი თითქმის თანაბარი სირთულის იყო. შედარებით რთული მესამე ვარიანტი იყო, ამიტომ აქ გამსვლელი ქულა 23 და მეტია, ხოლო I, II და IV ვარიანტებში გამსვლელი ქულა 24 და მეტია.

აბიტურიენტებს შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. მათ საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრი იქნება.

თეგები: აბიტურიენტები