ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 9 000 აბონენტს დროებით შეუწყდება

4 აგვისტო, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 9 000 აბონენტს დროებით შეუწყდება

აგვისტოს ქუთაისში რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. შეფერხება მ/ძ ქვესადგურში “ქუთაისი 6” დაგეგმილ პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება. რის გამოც 5 აგვისტოს 07:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 9000 აბონენტს ქუთაისში. ძაბვის მიწოდების შეზღუდვა შეეხებასულხან-საბას გამზირს, თაბუკაშვილის, კ. გამსახურდიას, მაისურაძის, 9 აპრილის, დადიანის, ოცხელის, მშენებლის, შევჩენკოს და მიმდებარე ქუჩებს. ასევე, 750-მდე აბონენტს სოფელ ქვიტირში. აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.